ჩვენ შესახებ

პროფილის სახლი: თქვენი სივრცის დახვეწილი ვიზუალისთვის
პროფილის სახლი უკვე 15 წელზე მეტია, უზრუნველყოფს თქვენ სივრცეს უმაღლესი ხარისხის კუთხოვანათი/პროფილებით. ჩვენ, როგორც ქართული ბაზრის ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით შევქმენით ის რეპუტაცია და სანდო იმიჯი, რასაც პროფილის სახლი ატარებს.
ვამაყობთ, რომ გთავაზებთ პროფილების და არა მხოლოდ, ფართო არჩევანს. ჩვენი პროდუქცია საგულდაგულოდ არის შემუშავებული, რათა ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ საუკეთესო სტილის, ფერისა და ზომების მრავალფეროვნება, რომელიც მოერგება ნებისმიერ გემოვნებას.
პროფილის სახლში, ჩვენ გვჯერა, რომ პროფილები არის უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ ფუნქცია – ეს არის სტილისა და სილამაზის შემატება თქვენი სივრცისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ საუკეთესო პროდუქტებს, არამედ განსაკუთრებულ მომსახურებასაც, რათა დაგეხმაროთ იპოვოთ საუკეთესო, მორგებული თქვენ საჭიროებებსა თუ გემოვნებაზე.
თუ თქვენ ხართ სახლის მფლობელი, კონტრაქტორი ან დიზაინერი, ჩვენ მზად ვართ გიერთგულოთ თქვენი ხედვის მიღწევაში. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი საქმიანობით და გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ თითოელი ჩვენი მომხმარებელი 100% კმაყოფილია როგორც მომსახურებით ასევე, შენაძენით.
გმადლობთ, რომ ირჩევთ პროფილის სახლს – გელით ჩვენს მაღაზიებში!
ჩვენი მაღაზიები მდებარეობს თბილისსა და ბათუმში. პროფილის სახლი ასევე, გთავაზობთ მიტანის სწრაფ და საიმედო სერვისს საქართველოს მასშტაბით. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენ მიერ შერჩეული პროდუქციის უსაფრთხო მიტანას შეკვეთის მიღებიდან მეორე დღეს.

